Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე რუსუდან ჭოლიკაურის საგამოცდო ნაშრომის, ,,საქართველო ანტიკურ ხანაში“, განმხილველი სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე რუსუდან ჭოლიკაურის საგამოცდო ნაშრომის განმხილველი სააპელაციო კომისია.
2.    სააპელაციო კომისიის შემადგენლობაში შევიდეს:
ა) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
ბ) ნათია ფიფია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი
გ) ლერი თავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი
3.    სააპელაციო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თედო დუნდუა.
4.    სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში გასაჩივრებული ნაშრომის კომისიისთვის გადაცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                                ნანი გაფრინდაშვილი/